მართლმსაჯულების სტრატეგიის მე-4 სამუშაო...

ff

მართლმსაჯულების სტრატეგიის მე-4 სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

გამოქვეყნებულია: 24/10/2016

21 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა მართლმსაჯულების სტრატეგიის მე-4 სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდა უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე. მე-4 სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სასამართლო ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობის და ნდობის საკითხებს შეეხებოდა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა საერთაშორისო დოკუმენტების მიხედვით განსაზღვრულ ძირითად მიმართულებებს სასამართლო ხელმისაწვდომობის და საზოგადოების ნდობის თაობაზე. დამატებით, სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი გახლდათ გაეროს უმაღლესი კომისარიატის ოფისის (OHCHR) თბილისის წარმომადგენლობის მიერ ჩაატებული კვლევა სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების საერთაშორისო სტანდარტების ანალიზის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის თაობაზე, დოკუმენტი ადგილობრივმა ექსპერტმა დაამუშავა.

სამუშაო შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა დააყენეს წინადადებები სტრატეგიის მიმართულებების თაობაზე, საბოლოო წინადადებების წარმოდგენისთვის მათ 1 კვირიანი ვადა განესაზღვრათ.

მართლმსაჯულების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმის შემუშავებას მხარს უჭერს USAID-ის პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა“ (PROLoG)  და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება. (GIZ)

ფოტო

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi