ნინო გვენეტაძემ კავკასიის საერთაშორისო...

thdf

ნინო გვენეტაძემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

გამოქვეყნებულია: 22/10/2016

2016 წლის 22 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე: „საერთო იურისდიქციის სასამართლოები: მიღწევები და პერსპექტივები“ წაიკითხა.

შეხვედრის ფარგლებში ნინო გვენეტაძე დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა საერთო იურისდიქციის სასამართლოების შესახებ, მსმენელები გაეცნენ სასამართლო სისტემის პრიორიტეტებსა და მართლმსაჯულების მესამე ტალღის ფარგლებში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს.

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ლექციაზე ასევე განიხილა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო პრინციპები და საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. მსმენელებმა ინფორმაცია მიიღეს არასრლწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული გამოწვევების, განხორციელებული და ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძებების შესახებ.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi