თსუ იურიდიული ფაკულტეტის პერიოდული...

gsdg

თსუ იურიდიული ფაკულტეტის პერიოდული გამოცემები უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე

გამოქვეყნებულია: 20/10/2016

სიხარულით გაუწყებთ, რომ დღეიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი ხდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ორენოვანი სამეცნიერო პერიოდული გამოცემები - ,,სამართლის ჟურნალი“ (Journal of Law) და ,,დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეული“ (Alternative Dispute Resolution – Yearbook).

,,სამართლის ჟურნალი“ თსუ იურიდიული ფაკულტეტის   ფართო პროფილის პირველი სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალია, რომელიც გამოიცემა 2009 წლიდან. ხოლო ,,დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეული“  ორენოვანი სპეციალიზებული  სამეცნიერო ჟურნალია, რომელიც დაფუძნდა საქართველოს სამართლებრივ სივრცეში მედიაციის ინსტიტუტის დანერგვის დღიდან.  ჟურნალებში იბეჭდება ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების აღიარებულ მკვლევართა წერილები, ქართული იურიდიული საზოგადოების, უმთავრესად, თსუ იურიდიული ფაკულტეტის, თვალსაჩინო წარმომადგენლთა პუბლიკაციები.

ჟურნალების სარედაქციო კოლეგია აერთიანებს სამართლის სფეროში მოღვაწე აღიარებულ უცხოელ და ქართველ მეცნიერებს. პერიოდიკა განთავსებულია არაერთი საერთაშორისო კვლევითი ცენტრისა და უნივერსიტეტის ბაზაში. მათ შორისაა ჰამბურგის მაქს-პლანკის სახელობის საზ­ღვარგა­­რეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართ­ლის ინსტიტუტი, ჰარვარ­დის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და სხვა.

სამართლის ტრანსფორმაციისა და  ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების განხორციელება და მათი შედეგების ფართო ხელმისაწვდომობის, კვლევის ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფა.

აღნიშნული სამეცნიერო ჟურნალების საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამოცემებთან ერთად განთავსება და მათი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამართლის განვითარებას, სამართლის პრაქტიკისა და კვლევის ინტეგრაციას. 

თსუ იურიდიული ფაკულტეტის პერიოდული გამოცემები:

,სამართლის ჟურნალი" და ,,დავისალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეული" 

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi