ქართველი და გერმანელი მოსამართლეების...

tret

ქართველი და გერმანელი მოსამართლეების მონაწილეობით შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებზე დისკუსია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 10/10/2016

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისიურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, 2016 წლის 10 ოქტომბერს შედგა შეხვედრა გერმანელ მოსამართლეთა დელეგაციასთან.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმენ და კერძო სამართლის აქტუალურ საკითხებზე მოხსენებით წარსდგნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი ბურდული, ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ბესარიონ ზოიძე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე  მზია თოდუა.

გერმანელ მოსამართლეების მიეწოდათ  ინფორმაცია ქართულ შრომის სამართალში ფაკულტეტის კვლევით პროექტებსა და გამოცემულ პუბლიკაციებზე. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ ისაუბრა შრომით დავებთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკის უახლეს ტენდენციებზე, რის შემდეგადაც, გაიმართა დისკუსია.

გერმანელი მოსამართლეები დაინტერესდნენ ქართული შრომის სამართლის კოდექსის რეფორმის შედეგად დანერგილი სიახლეებითა და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები, თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის წევრები, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ფოტო

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi