ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს...

jyt

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განახლებული შენობა ოფიციალურად გაიხსნა

გამოქვეყნებულია: 01/10/2016

2016 წლის პირველ ოქტომბერს ხელვაჩაურის  რაიონული სასამართლოს განახლებული შენობა ოფიციალურად გაიხსნა.

გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ: უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე; სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე, შოთა ქარჩავა, აგრეთვე, სასამართლოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები.

ხელვაჩაურის  რაიონული სასამართლოს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 თვის მანძილზე მიმდინარეობდა და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც მიმდინარე წელს განახორციელა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა. კერძოდ, პროექტი ითვალისწინებდა შემდეგი სახის სამუშაოების ჩატარებას: სახურავისა და შენობის ფასადის კაპიტალურ შეკეთებას; სარინელის, წყალგადამყვანი და სადრენაჟო სისტემის მოწყობას, რითაც აღმოიფხვრა უხვი ნალექის დროს (რაც დამახასიათებელია ადგილობრივი კლიმატისთვის) სასამართლოს ეზოში წყლის დაგროვების პრობლემა. შენობის პირველი სართული სრულყოფილად ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. გამწვანდა და კეთილმოეწყო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია, ასევე დამონტაჟდა გარე განათება.

ნინო გვენეტაძემ დაათვალიერა სასამართლოს შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის განახლებული ინფრასტრუქურა, ასევე მოინახულა სხდომის დარბაზები, მოსამართლეთა და აპარატის თანამშრომელთა სამუშაო ოთახები, რომლებიც აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით.

ხელვაჩაურის გაერთიანებული რაიონული სასამართლო ამოქმედდა 2009 წლის 10 სექტემბრიდან და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3

იხილეთ ვიდეო

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi