ბათუმის საქალაქო სასამართლოს განახლებული...

gty

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განახლებული შენობა ოფიციალურად გაიხსნა

გამოქვეყნებულია: 01/10/2016

2016 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განახლებული შენობა ოფიციალურად გახსნა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა შემდეგი სახის სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოები: მოეწყო 2 ახალი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის განკუთვნილი სასამართლო სხდომის დარბაზი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასამართლოს სართულების დერეფნების ცალკეულ მონაკვეთებს  და 4 სამუშაო ოთახს; მოხდა  ავარიული ზონების კერძოდ, დაბზარული კედლების დემონტაჟი და ახლის უფრო მსუბუქი (თაბაშირ-მუყაოს ფილები) კონსტრუქციით მონტაჟი; მოწესრიგდა სასამართლოს ხანძარსაწინაამღდეგო სისტემა. სასამართლო შენობა აღიჭურვა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით, აგრეთვე სრულყოფილად ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე ჩატარდა ქობულეთის მაგისტრატი სასამართლოს შენობაში, რის ფარგლებშიც გაიზარდა სასამართლოს არქივის საცავის მოცულობა.

ნინო გვენეტაძემ დაათვალიერა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განახლებული შენობა, მისი მიმდებარე ტერიტორია და ადგილზე გაეცნო ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე; სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე, შოთა ქარჩავა; ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე სასამართლოსა და მედიის წარმომადგენლები.

ბათუმის საქალაქო სასამართლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით შეიქმნა და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

ფოტო1 ფოტო2

იხილეთ ვიდეო

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi