უზენაესი სასამართლოს...

dww

უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა სისხლის სამართლის მიმართულებით

გამოქვეყნებულია: 04/08/2016

2016 წლის 3 აგვისტოს უზენაეს სასამართლოში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა სისხლის სამართლის მიმართულებით. შეხვედრას უძღვებოდა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და მასში მონაწილეობას იღებდნენ სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველი მოსამართლეები, აგრეთვე, საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები.

 შეხვედრის განხილვის საგანს წარმოადგენდა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობიდან გამომდინარე შუამდგომლობების სასამართლოს მიერ განხილვის პრაქტიკა. კერძოდ, მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების დაწყების/ჩატარების ვადების ათვლისა და განჩინების ძალადაკარგულად ცნობის სამართლებრივი საკითხები. მსჯელობისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ინფორმაციის გამოთხოვის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში სარეზოლუციო ნაწილი იყოს მკაფიოდ ფორმულირებული და ითვალისწინებდეს ერთგვაროვან ტერმინოლოგიას. 

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-138-ე მუხლებით გათვალისწინებული კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩამონათვალის საკანონმდებლო დონეზე მაქსიმალური კონკრეტიკის აუცილებლობის შესახებ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi