საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატური...

ttwe

საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 02/08/2016

2016 წლის ორ აგვისტოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და იუსტიციის მინისტრმა საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის შემმუშავებელ სამუშაო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია და მიმოიხილეს საერთო სასამართლოებში პროგრამული უზრუნველყოფის, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის არსებული სისტემის შესწავლის ანგარიში, ასევე, იმსჯელეს საქმეთა განაწილების წესის ძირითად პრინციპებზე. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა აქტიური დისკუსიის რეჟიმში იმსჯელეს საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის პრაქტიკაში სრულყოფილად დასანერგად აუცილებელ ორგანიზაციულ-ტექნიკურ საკითხებზე და განსაზღვრეს აღნიშნული მიზნის მისაღწევად უახლოეს პერიოდში შესასრულებელი სამუშაო გეგმა. 

საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა იუსტიციის მინისტრის მიმდინარე წლის 29 ივნისის ბრძანებით. სპეციალური ჯგუფი დაკომპლექტებულია მოსამართლეებით, აპარატის თანამშრომლებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებით. მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში გათვალისწინებული საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სრულ იმპლემენტაციამდე, სატესტო რეჟიმში სამუშაო ჯგუფის ტექნიკური მონიტორინგის ქვეშ თავდაპირველ ეტაპზე ერთ-ერთ საპილოტე სასამართლოში დაინერგება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi