საარჩევნო დავებთან დაკავშირებით...

hg

საარჩევნო დავებთან დაკავშირებით მოსამართლეებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 30/07/2016

2016 წლის 29 ივლისს უზენაეს სასამართლოში უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ მოსამართლეებისთვის სამუშაო შეხვედრა გამართეს.

სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საკითხების გაანალიზება, აღნიშნული კატეგორიის დავებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა და საუბნო, საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიებში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურები. მონაწილეებმა დისკუსიის რეჟიმში, ასევე იმსჯელეს საარჩევნო დავების თემატიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა განმხილველი მოსამართლეები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3 ფოტო4

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi