უზენაესი სასამართლოს...

rew

უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა სისხლის სამართლის მიმართულებით

გამოქვეყნებულია: 25/07/2016

2016 წლის 23 ივლისს უზენაეს სასამართლოში გაიმართა უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა სისხლის სამართლის მიმართულებით. შეხვედრას უძღვებოდა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და მასში მონაწილეობას იღებდნენ სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველი  მოსამართლეები და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა სისხლის სამართლი საპროცესო კოდექსის 112-ე და 120-125-ე მუხლებიდან გამომდინარე, გადაუდებელი აუცილებლობის დროს სასამართლოს შესაბამისი განჩინების გარეშე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების (ჩხრეკა/ამოღების) კანონიერების სასამართლოს მიერ შემდგომ შემოწმების საკითხი. შეხვედრის მონაწილეებმა სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაბამისი ჰიპოთეტური კაზუსების  საფუძველზე იმსჯელეს აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებისა და ერთიანი მიდგომის განსაზღვრის აუცილებლობაზე.

სხდომაზე მონაწილეებმა დამატებით მოკლედ მიმოიხილეს 2016 წლის 22 ივნისს  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321 მუხლის მე-2 ნაწილში შესული ცვლილება, რომლის თანახმადაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფართო მსჯელობა უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში მომდევნო სხდომაზე გაიმართება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi