2016 წლის 16-17 ივლისს, სასტუმრო „რუმს ჰოტელ...

rwr

2016 წლის 16-17 ივლისს, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ „სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნებასა და ხელმისაწვდომობის საკითხებზე“ ტრენინგი ჩატარდა.

გამოქვეყნებულია: 18/07/2016

2016 წლის 16-17 ივლისს, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ „სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნებასა და ხელმისაწვდომობის საკითხებზე“ ტრენინგი ჩატარდა.  ტრენინგში მონაწილეობასსენაკის, ხაშურის, ამბროლაურის, ხელვაჩაურის, საჩხერის, ოზურგეთის, ბოლნისის, ახალციხის, თელავის,  გორის, სიღნაღის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თეთრიწყაროს, მცხეთის, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, ფოთის, რუსთავის და ბათუმის საქალაქო სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისგებელი პირები, ასევე თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საჯარო მოხელეების მონაწილეობდნენ.

ტრენინგზე ევროსაბჭოს ექსპერტმა ნანა მჭედლიძემ მიმოიხილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის განმარტება მიაწოდა მონაწილეებს გამოხატვის თავისუფლების უფლების და პირადი მონაცემების დაცვის საკითხებზე.  დამატებით, ტრენინგზე მოწვეული გახლდათ სლოვენიის ინფორმაციის თავისუფლების ყოფილი კომისიონერი, ექსპერტი, ადვოკატი ნატაშა პირს მუსარი, რომელმაც მონაწილეებს გააცნო სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები და სლოვენიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიხედვით მიმოიხილა გადაწყვეტილების გამოქვეყნების საკითხები.ტრენინგის მეორე დღეს მონაწილება მიიღო პერსონალურ მონაცემთა დაცვის იურიდიული სამსახურის უფროსმა სალომე ბახსოლიანმა და სასამართლოს მოხელეებს ინსპექტორის პრაქტიკა გააცნო. ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, თეა ძიმისტარაშვილმა მიმოიხილა საერთო სასამართლოების პრაქტიკა ინფორმაციის გაცემის თაობაზე.

ტრენინგის მონაწილეებს პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წლიური ანგარიში და რეკომენდაციები, ასევე ევროპის საბჭოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ერთობლივი სახელმძღვანელო „პერსონალური მონაცემების დაცვის ევროპული სტანდარტების თაობაზე“ დაურიგდათ.

 ტრენინგი უზენაესი სასამართლოს ორგანიზებით ჩატარდა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტების მხარდაჭერით: „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ და “მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერება საქართველოში”.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi