უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი...

af

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობა მიიღო

გამოქვეყნებულია: 12/07/2016

2016 წლის 12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განტვირთვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს ბულაჩაურის ქუჩაზე მდებარე ახალი შენობა ექსპლუატაციაში შევიდა და სრული დატვირთვით ამოქმედდა. ოფიციალურ გახსნას ესწრებოდა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ნინო გვენეტაძე  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად ადგილზე გაეცნო განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სიახლეებსა და სასამართლოს ახალ შენობაში შემადგენლობების გადანაწილება-განთავსებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალ შენობაში ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და აღიჭურვა არასრულწლოვნებთან შეხვედრების სპეციალიზირებული ოთახი, სადაც საოჯახო დავების განხილვისას მოსამართლე, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი არასრულწლოვანთან გასაუბრებას მათი ასაკის შესაბამისი გარემოში მოახდენენ. ამასთან,  სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ნაწილი, კერძოდ, საოჯახო და სამემკვიდრეო დავების განმხილველი ხუთი მოსამართლე და უდავო წარმოების განმხილველი ხუთი მაგისტრი უფლებამოსილებას სასამართლოს ახალ შენობაში განახორციელებენ. 

აღსანიშნავია, რომ სარჩელების, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებების და სხვა პირველადი რეგისტრაციის დოკუმენტების მიღება მხოლოდ დავით აღმაშენებლის ხეივანში მდებარე საქალაქო სასამართლოს ცენტრალურ შენობაში განხორციელდება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi