საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატური...

cw

საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 12/07/2016

2016 წლის 12 ივლისს უზენაეს სასამართლოში საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო გვენეტაძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში გათვალისწინებული ერთ-ერთი საკანონმდებლო დებულების - საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის - პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებით, ორგანიზაციულ-ტექნიკურ საკითხებზე მსჯელობა და კონკრეტული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება. საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი  იუსტიციის მინისტრის მიმდინარე წლის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების მიზნით მოთხოვნათა ანალიზის დოკუმენტს, შეისწავლის სასამართლოში არსებული საქმისწარმოების ელექტრონული სისტემას და განიხილავს მასში საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის მოდულის ინტეგრირების შესაძლებლობას, ასევე განსაზღვრავს ჩასატარებელი ტექნიკური სამუშაოების მოცულობასა და შესაბამის რესურსს.

საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების სრულყოფილი სისტემის შექმნის მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ რომ თავდაპირველ ეტაპზე აუცილებელია სასამართლოებში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის სიღრმისეული შესწავლა და ანალიზი.

საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სრულ იმპლემენტაციამდე, აღნიშნული სისტემა სამუშაო ჯგუფის ტექნიკური მონიტორინგის ქვეშ სატესტო რეჟიმში დაინერგება.

საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემის შექმნასა და დანერგვის საკითხებზე მომუშავე სპეციალური ჯგუფი დაკომპლექტებულია მოსამართლეებით, აპარატის თანამშრომლებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სსიპ-საერთო სასამართლოების დეპარტამენტისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებით.

ფოტო

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi