2016 წლის 9 ივლისს საქართველოს მოსამართლეთა...

eq

2016 წლის 9 ივლისს საქართველოს მოსამართლეთა XVIII რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 10/07/2016

2016 წლის 9 ივლისს საქართველოს მოსამართლეთა XVIII რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა 191 მოსამართლე.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ.

კონფერენციაზე დამსწრე მოსამართლეებმა ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე. მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრებად ფარული კენჭისყრით არჩეულ იქნენ: ლევან თევზაძე, ამირან ძაბუნიძე, ირაკლი კოპალიანი და ნიკოლოზ მარგველაშვილი, ხოლო, ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარედ - ლევან თევზაძე.

კონფერენციის მუშაობას აკვირდებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi