უზენაეს სასამართლოში ბავშვთა უფლებების...

gwt

უზენაეს სასამართლოში ბავშვთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო საქმეებზე ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 07/07/2016

2016 წლის 7 ივლისს უზენაეს სასამართლოში  ბავშვთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო საქმეებზე ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ბავშვის საუკეთესო ინტერესზე მორგებული სამოქალაქო სამართალწარმოების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებებზე მსჯელობა. მონაწილეებმა განიხილეს არასრულწლოვნებთან დაკავშირებით სამოქალაქო საქმეებზე მომუშავე მოსამართლეების სპეციალური კვალიფიკაციის აუცილებლობის საკითხი.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიმოიხილეს არსებული კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, აქტიური დისკუსიის რეჟიმში მონაწილეებმა გამოკვეთეს ის მიდგომები, რომელიც უკავშირდება სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განმხილველმა მოსამართლეებმა, თანაშემწეებმა, ასევე, გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლებმა.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi