უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გაერო-ს...

tre

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გაერო-ს პროგრამის პრეზენტაციაზე მოხსენებით გამოვიდა

გამოქვეყნებულია: 24/06/2016

2016 წლის 24 ივნისს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე პაატა სილაგაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ახალი ერთობლივი პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა. პროგრამა ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო სასამართლო სისტემაში საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განხორციელებული აქტივობები. მან ასევე სტატისტიკური მონაცემების მაგალითზე, მიმოიხილა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ სისხლის სამართლებრივ საქმეებზე დამდგარი სამართლებრივი შედეგები. აღსანიშნავია, რომ სამართალწარმოების პროცესში დიდი ყურადღება ეთმობა  ბავშვის საუკეთესო ინტერესს. უზენაესი სასამართლო გეგმავს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრაქტიკაში ეფექტურად იმპლემენტაციის მიზნით, შეიმუშავოს კოდექსის კომენტარები, პროცესს გაუწიოს მონიტორინგი და მონაწილეობა მიიღოს მულტიდიციპლინარულ შეხვედრებში.

გაერო-ს პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი, გაერო-ს განვითარების პროგრამისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელები. პროექტი იმუშავებს როგორც არასრულწლოვნების, ისე ზრდასრულების მიმართულებით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ნაწილში პროექტს გაერო-ს ბავშვთა ფონდი (UNICEF) უხელმძღვანელებს, სრულწლოვანთა მიმართულებით კი −  გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP). 

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi