ტრეინინგი თემაზე: ირიბი მტკიცებულება და...

qwq

ტრეინინგი თემაზე: ირიბი მტკიცებულება და ევროსასამართლოს სხვა სტანდარტები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან მიმართებით

გამოქვეყნებულია: 20/06/2016

2016 წლის 18-19 ივნისს თბილისში, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ ევროსაბჭოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს (PCF) ფარგლებში გაიმართა ორდღიანი ტრეინინგი  თემაზე:  ირიბი მტკიცებულება და ევროსასამართლოს სხვა სტანდარტები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან მიმართებით.

ორდღიან ტრეინინგს უძღვებოდა ევროპის საბჭოს კონსულტანტი ჯერემი მაკბრაიდი ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის ექსპერტთან, ნანა მჭედლიძესთან ერთად. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ჰიპოთეტური კაზუსების მაგალითზე იმსჯელეს ადამიანის უფლებათ ევროპული კონვენციის მე-6  მუხლის ირგვლივ შემდეგ საკითხებზე: ზოგადი მიდგომა მტკიცებულებების თაობაზე, მტკიცების ტვირთი და სტანდარტი; ჯვარედინი დაკითხვა და ირიბი მტკიცებულება; დანაშაულზე წაქეზება; მტკიცებულებების გამჟღავნება; უდანაშაულობის პრეზუმფცია; იურიდიული წარმომადგენლობა; თვითინკრიმინაცია და საპროცესო შეთანხმება. 

ტრეინინგში მონაწილეობას იღებდნენ მოქმედი ადვოკატები, აგრეთვე, სასამართლოსა და პროკურატურის წარმომადგენლები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi