დამტკიცდა მოსამართლეთა XVIII რიგგარეშე...

18

დამტკიცდა მოსამართლეთა XVIII რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების თარიღი

გამოქვეყნებულია: 15/06/2016

2016 წლის 14 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა.

ადმინისტრაციულმა კომიტეტმა დაამტკიცა: მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემადგენლობა, მოსამართლეთა XVIII რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების დრო - 2016 წლის 9 ივლისი, 12:00 საათი, ადგილი - მართლმსაჯულების სახლი, XVIII რიგგარეშე კონფერენციის დღისწესრიგი, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 4 (ოთხი) წევრისა და ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის (ხელახალი არჩევნების) საარჩევნო ბიულეტენებისა დაარჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების ნიმუშები.

მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტის შესაბამისად, ადმინისტრაციულმა კომიტეტმა აირჩია საგანგებოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი ქ-ნი მირანდა ერემაძე მოსამართლეთა XVIII რიგგარეშე კონფერენციის სხდომის გაძღოლის უზრუნველსაყოფად.

კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმაპირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა დასაერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც (6 ივლისი, 18:00 საათამდე) წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურა.

აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ძმ.ზუბალაშვილებისქ. №32.

საკონტაქტო პირები:

გულიკო ორთოიძე -  guliko.ortoidze@supremecourt.ge;  ტელ: 577 71 10 50;

ნოდარ ბერიძე -  nodari.beridze@supremecourt.ge;  ტელ: 577 14 99 59

იხილეთ მოსამართლეთა კონფერენციის დღის წესრიგი

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi