ბრემენის უმაღლესი ინსტანციის სამხარეო...

fd

ბრემენის უმაღლესი ინსტანციის სამხარეო სასამართლოს დელეგაციის ვიზიტი უზენაეს სასამართლოში

გამოქვეყნებულია: 13/06/2016

2016 წლის 13 ივნისს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ უზენაეს სასამართლოში გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) ორგანიზებით, ბრემენის უმაღლესი ინსტანციის სამხარეო სასამართლოს დელეგაცია მიიღო. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ბრემენის უმაღლესი ინსტანციის სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარე, ქარენ ბუზე; ბრემენის პირველი ინსტანციის სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ელენ ბესტი და ბრემენის უმაღლესი ინსტანციის სამხარეო სასამართლოს მოსამართლე, დოქტორი შთეფან ჰაბერლანდი.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) სამხრეთ კავკასიის პროექტების ხელმძღვანელმა, თერეზა თალჰამერმა.

შეხვედრაზე ნინო გვენეტაძემ დელეგაციის წევრებთან ისაუბრა ქართულ მართლმსაჯულებაში  არსებული გამოწვევების შესახებ და აგრეთვე, მიმოიხილა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები. უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განსაკუთრებით, ყურადღება გაამახვილა მოსამართლეთა შერჩევის წესის დახვეწასთან, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გაუმჯობესებასთან, საქმეთა ელექტრონული პრინციპით განაწილების წესის დანერგვასთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვით საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.  უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღით არ სრულდება სასამართლო სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები და ამ მხრივ, ხაზი გაუსვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღების მნიშვნელობას. სამუშაო შეხვერაზე ნინო გვენეტაძემ  განიხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის განვითარებასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები და სტატისტიკური მონაცემების მაგალითზე, მიმოიხილა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების შემდეგ, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ საქმეებზე დამდგარი სამართლებრივი შედეგები.

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა მართლმსაჯულების განვითარების პროცესში გერმანელ კოლეგებთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა.

სამუშაო შეხვედრის ფორმატში მოხსენებისა და აქტიური დისკუსიის რეჟიმში მონაწილეებმა  ქართული და გერმანული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, იმსჯელეს არასრულწლოვანთა სისხლის სამართალწარმოების თავისებურებებთან დაკავშირებით.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წარმომადგენლებმა.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi