საქართველოს უზენაესი სასამართლო
2016 წლის 14 ივნისს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა გაიმართება
გამოქვეყნებულია: 13/06/2016
2016 წლის 14 ივნისს, 18:30 საათზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართება მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა.
ადმინისტრაციული კომიტეტის წევრები განიხილავენ მოსამართლეთა XVIII რიგგარეშე კონფერენციისთვის მოსამზადებელ საკითხებს.
ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა საჯაროა და მასზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
გულიკო ორთოიძე - 577 71-10-50
ნოდარ ბერიძე - 577 14-99-59