შეხვედრა საერთაშორისო და არასამთავრობო ...

sexvedra arasamtavroboebtan

შეხვედრა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია: 15/12/2011

2011 წლის 15 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი საქართველოში მოქმედ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი მიმდინარე სასამართლო რეფორმის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ბოლო პერიოდში ამ კუთხით განხორციელებული ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობა იყო.

მსგავსი შინაარსის შეხვედრები 2011 წლის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობდა. 

შეხვედრებზე საუბარი იყო ისეთ თემებზე, როგორიცაა - მოსამართლეთა შერჩევის ახალი კრიტერიუმები, მოსამართლეთა დანიშვნის წესთან დაკავშირებული ცვლილებები, დისციპლინური სამართალწარმოების შედეგების შესახებ ინფორმაციის გაცემა, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრებისთვის პოლიტიკური საქმიანობისა და პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვა და ა.შ.

15 დეკემბრის შეხვედრაზე, უკვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომელიც იმავდროულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც გახლავთ, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ წინადადებებსა და რეკომენდაციებზე, რომლებიც მიმდინარე წლის ანალოგიურ შეხვედრებზე დაისვა.

შეხვედრები ამ სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან,ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან 2012 წლის მანძილზეც გაგრძელდება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi