გურჯაანის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს...

re

გურჯაანის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განახლებული შენობა ოფიციალურად გაიხსნა

გამოქვეყნებულია: 09/06/2016

2016 წლის 9 ივნისს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გურჯაანის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განახლებული შენობა ოფიციალურად გახსნა.

გურჯაანის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოები. სასამართლოს შენობა აღიჭურვა უახლესი ტექნიკით, თანამედროვე საოფისე ავეჯითა და ინვენტარით.

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ დაათვალიერა სასამართლოს განახლებული შენობა და მიმდებარე ტერიტორია, ასევე მოინახულა სხდომის დარბაზები, მოსამართლეთა და აპარატის თანამშრომელთა სამუშაო ოთახები. სასამართლოს შენობა სრულყოფილად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე; სსიპ საერთო სასამართლოების თავმჯდომარე, შოთა ქარჩავა; ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე სასამართლოსა და მედიის წარმომადგენლები.

გურჯაანის გაერთიანებული რაიონული სასამართლო ამოქმედდა 2011 წლის 2 დეკემბრიდან. მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება გურჯაანის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi