მრგვალი მაგიდა სამოქალაქო სამართლის აქტუალურ...

fdr

მრგვალი მაგიდა სამოქალაქო სამართლის აქტუალურ თემებზე: საბანკო გარანტია, თავდებობა, ნარდობის ხელშეკრულებიდან ზიანის ანაზღაურების წესი და ნაკლის მქონე ნივთის მიღება

გამოქვეყნებულია: 07/06/2016

2016 წლის 7 ივნისს უზენაეს სასამართლოში დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს მოსამართლეთა დელეგაციისა და ქართველი მოსამართლეების  და ადვოკატების მონაწილეობით სამოქალაქო სამართლის  აქტუალურ საკითხებზე  მრგვალი მაგიდა გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ და ხაზი გაუსვა მხარეთა თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის ისაუბრა უზენაეს სასამართლოში საკვალიფიკაციო პალატის საქმიანობის გაძლიერებისთვის სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის თაობაზე.  მონაწილეებს ასევე მიესალმნენ და სასამართლო პრაქტიკის თაობაზე ესაუბრნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მზია თოდუა, მოსამართლეები ზურაბ ძლიერიშვილი, ბესო ალავიძე, პაატა ქათამაძე, დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარე, ულრიხ ჰაგელოხი, საბინე შონკნეხტი და დელეგაციის წევრმა სხვა მოსამართლეებმმა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მოხსენებებით ქართული და გერმანული კანონმდებლობის, ასევე სასამართლო პრაქტიკის მაგალითზე მიმოიხილეს სამოქალაქო სამართლის შემდეგი თემები: საბანკო გარანტია, თავდებობა, ნარდობის ხელშეკრულებიდან ზიანის ანაზღაურების წესი, ნაკლის მქონე ნივთის მიღება და ხანდაზმულობა. ყოველი მოხსენების შემდგომ დისკუსიის ფორმატში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიციები.

სამუშაო შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში ხვალ, ა/წ 8 ივნისს  სასამართლო გადაწყვეტილებების სტრუქტურისა და კრიტერიუმების შესახებ შემაჯამებელი დისკუსიით დასრულდება.

უზენაეს სასამართლოში მრგვალი მაგიდა დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს მოსამართლეთა დელეგაციის მონაწილეობით გაიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3 ფოტო4

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi