უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე,...

gtr

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალბატონი მზია თოდუა ევროკავშირის ევროპასა და ცენტრალურ აზიაში საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელს, ბატონ თომას მაიერ-ჰართინგს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 30/05/2016

2016 წლის 27 მაისს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალბატონი მზია თოდუა ევროკავშირის ევროპასა და ცენტრალურ აზიაში საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელს, ბატონ თომას მაიერ-ჰართინგს შეხვდა.

შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარია მოადგილემ მიმოიხილა სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენები და მართლმსაჯულების მესამე ტალღის ფარგლებში გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები. მზია თოდუამ ასევე ისაუბრა ევროკავშირის ხელშეწყობით სამართალწარმოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა დაადასტურა.

შეხვედრა აქტიური დიალოგის რეჟიმში წარიმართა. თომას მაიერ-ჰართინგმა მადლობა გადაუხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ინფორმაციის მიწოდებისათვის.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi