უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი...

ggd

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

გამოქვეყნებულია: 27/05/2016

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე მიმდინარე წლის 26-29 მაისს მონაწილეობას იღებს ქალ მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის მე-13 საერთაშორისო კონფერენციაში, თემაზე: "ქალი მოსამართლეები და კანონის უზენაესობა: წარსულის შეფასება და მომავლის განჭვრეტა". კონფერენციას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი და ნინო ბაქაქური, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მირანდა ერემაძე ესწრებიან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიმდინარე წლის 25 და 26 მაისს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, რობერტ ბერშინსკთან, კონგრესის სამართლის ბიბლიოთეკის სამართლის გლობალური კვლევების ცენტრის დირექტორთან, პიტერ როუდიკთან, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელის თანაშემწესთან, თომას მელიასთან და აშშ-ს ფედერალური იურიდიული ცენტრის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე ნინო გვენეტაძემ უცხოელ კოლეგებთან ისაუბრა ქართული მართლმსაჯულების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეხვედრის მხარეებს გააცნო მართლმსაჯულების მესამე ტალღის ფარგლებში გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, მან ასევე მიმოიხილა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში გრძელვადიანი მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები და ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებას.

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ქართველ მოსამართლეებთან ერთად შეხვედრას გამართავს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან,რუს ბადერ გინსბურგთან.

ქართველი მოსამართლეების დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქარველოში"  (PROLoG) პროექტის ფარგლებში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi