უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე,...

ggt

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალბატონი მზია თოდუა საერთაშორისო კონფერენციაზე "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმპლემენტაცია საქართველოში" მოხსენებით წარსდგა

გამოქვეყნებულია: 26/05/2016

2016 წლის 24 და 25 მაისს თბილისში, ფუნიკულიორის საკონფერენციო დარბაზში ევროპის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე: "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმპლემენტაცია საქართველოში".

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, ფილიპ ბუაიამ; საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, კარლო ნატალემ; საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, მზია თოდუამ; მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ და პალრამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

კონფერენციაზე მონაწილეებმა განიხილეს ადამიანის უფლებათ ევროპული სასამართლოს გავლენა რიგით მოქალაქეებზე, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების მნიშვნელობა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ეროვნულ დონეზე გამოყენების საჭიროება და სამთვრობო და არასამთავრობო სუბიექტების ერთობლივი პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმპლემენტაციის პროცესში.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ მოხსენებით დეტალურად მიმოიხილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შიდა სასამართლო სისტემაში ეფექტურად იმპლემენტაციისთვის დაგეგმილი ღონისძიებები. კერძოდ, ქალბატონმა მზია თოდუამ სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას სტატისტიკური მონაცემების მაგალითზე გააცნო უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებების დასაბუთებისას ადამიანის უფლება ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი პრეცედენტული სამართლის გამოყენების პრაქტიკა. ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა კონსულტანტის პოზიცია ექვს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ელექტრონული საძიებო სისტემის (HUDOC) მსგავსი ქართული ანალოგის შექმნის თაობაზე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული აქტივობები ამავდროულად, მოსამართლეებისთვის დაგეგმილი სპეციალური ტრეინინგ მოდულები, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამართალწარმოების ხარისხის  გაუმჯობესებას.

საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - "საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან"- ფარგლებში.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მაღალმა თანამდებობის პირებმა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებიდან, ასევე სახალხო დამცველის აპარატის, ადვოკატთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ფოტო

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi