უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი...

fy

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ლატვიის იუსტიციის მინისტრს, დზინტარს რასნაჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 20/05/2016

2016 წლის 20 მაისს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ  ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას იუსტიციის მინისტრის, დზინტარს რასნაჩის ხელმძღვანელობით უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ლატვიის მართლმსაჯულების სისტემის აქტუალური თემები, კერძოდ, სასამართლოს გადატვირთულობასა და საქმეთა მენეჯმენტთან, ასევე დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებთან და სასამართლო სისტემაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებები. ნინო გვენეტაძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სამართალწარმოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ აქტივობებზე, რომელიც ეხება ევროპის საბჭოს ხელშეწყობით  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო სისტემის (HUDOC) ქართული ინტერფეისის შექმნას.

შეხვედრა წარიმართა აქტიური დიალოგის რეჟიმში და დელეგაციის წევრებმა ლატვიის კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მაგალითზე უპასუხეს  ქართველი მოსამართლეების მხრიდან მედიაციის, სასამართლოს მიერ საარბიტრაჯო გადაწყვეტილების ცნობისა და არასწრულოვანთა მართლმსაჯულების შესახებ დასმულ შეკითხვებს.

შეხვედრის დასასრულს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების რეფორმის წარმატებულად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემას ჰქონდეს თანამშრომლობა აქტიური კომუნიკაციის გზით, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინსიტროსთან, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.

ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მიღებისა და ინფორმაციის მიწოდებისთვის. უზენაეს სასამართლოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ქართველი მოსამართლეების თანხლებით დაათვალიერეს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი.

ლატვიის შვიდკაციანი დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრი - ლატვიის სასამართლო ადმინისტრაციის ევროკავშირის ფონდების პროექტების ხელმძღვანელი ანა სკრიაბინა შეხვედრას გამართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi