მრგვალი მაგიდა ნაფის მსაჯულთა სასამართლოს...

gy

მრგვალი მაგიდა ნაფის მსაჯულთა სასამართლოს თემაზე

გამოქვეყნებულია: 19/05/2016

2016 წლის 18 მაისს თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ორგანიზებით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიხსნა. შეხვედრას უძღვება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტი, ამასთანავე, ადამიანის უფლებათა დაცვის ლექტორი ბირმინგჰემის, ცენტრალური ევროპის, სტოკჰოლმისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში -  ბატონი ჯერემი მაკბრაიდი.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებზე: ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურები და მათი მიუკერძოებლობა; ნაფიც მსაჯულთა დაცვის სპეციალური ღონისძიებები, კერძოდ, მსაჯულთა დაცვა მასმედიისგან; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტები დასაბუთებულ განაჩენთან მიმართებით და ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე მრგვალი მაგიდა ა/წ 19 მაისს დასრულდება და მასში მონაწილეობას იღებენ საერთო სასამართლოების მოსამართლეები სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi