უზენაესი სასამართლოს...

lf

უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა სისხლის სამართლის მიმართულებით

გამოქვეყნებულია: 18/05/2016

2016 წლის 17 მაისს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა სისხლის სამართლის მიმართულებით. სხდომას ხელმძღვანელობდა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო გვენეტაძე.

შეხვედრაზე მსჯელობის საგანს წარმოადგენდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის (სასამართლოს განჩინებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება) 1-ლი და მე-5 და  120-ე მუხლის (ამოღებისა და ჩხრეკის წესი) 1-ლი, მე-4 და მე-8 ნაწილები, ასევე, 125-ე (დათვალირება) და 127-ე  (შემთხვევისა და სხვა ადგილის დათვალიერება) მუხლები. კერძოდ, მონაწილეებმა ჰოპოთეტური კაზუსის მიხედვით განიხილეს, კანონიერია თუ არა მესაკუთრის თანხმობით, სათანადო დადგენილების გარეშე ჩატარებული და შემდგომში სასამართლოს მიერ დაუკანონებელი ბინის ჩხრეკა და ამ ჩხრეკით მოპოვებული მტკიცებულებები. ასევე იმსჯელეს ამგვარად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობის სასამართლოს მიერ განხილვის აუცილებლობაზე. გამოითქვა მოსაზრებები, რომ სსსკ 112-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-20 მუხლს და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. შეხვედრაზე გაჟღერებულ საკანონმდებლო ხარვეზებსა და არსებულ პრაქტიკაზე მსჯელობა/დისკუსიები მომავალშიც გაგრძელდება სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში.

სხდოამს ესწრებოდნენ სისხლის სამართლის საქმეების განმხილველი მოსამართლეები სამივე ინსტანციიდან, ადვოკატები, დარგის სპეციალისტები, პროკურატურის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi