მოსამართლის პროფესიული დღე ზაქარია...

gs

მოსამართლის პროფესიული დღე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საზეიმო მიღებით აღინიშნა

გამოქვეყნებულია: 16/05/2016

2016 წლის 15 მაისს საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის გამგეობის ეგიდით მოსამართლის პროფესიული დღე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საზეიმო მიღებით აღინიშნა. ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას, მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს პროფესიული დღე მიულოცა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ.

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ კოლეგებს უსურვა, წარმატებული სამოსამართლო მოღვაწეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საერთაშორისო სტანდარტის ქართული მართლმსაჯულების დამკვიდრების პროცესში.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი სამოსამართლო მოღვაწეობიდან საინტერესო ისტორიები და ისაუბრეს სასამართლო სისტემის განვითრების ხედვებზე.

საზეიმო ცერემონია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ირჟი კილიანის "სარაბანდას" პრემიერაზე დასწრებით დასრულდა.

მოსამართლის პროფესიული დღე 2003 წლიდან აღინიშნება და ამ დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს ქვეყნის მოსამართლეთა სრული შემადგენლობა.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3 ფოტო4

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi