უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი...

s

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო გვენეტაძე მოსამართლეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

გამოქვეყნებულია: 15/05/2016

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო გვენეტაძე საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლეს პროფესიულ დღეს ულოცავს:

"ძვირფასო კოლეგებო, საქმიანობა, რომელსაც თქვენ ეწევით ძალზედ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. სასამართლოს დამოუკიდებლობა, ქართულ მართლმსაჯულებაში მაღალი სტანდარტის დამკვიდრება და სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცება დამოკიდებულია სწორედ თითოეული მოსამართლის გულისხმიერებაზე, მონდომებასა და გარჯაზე.

გისურვებთ, ღირსეულად ატაროთ მოსამართლის მანტია, პირნათლად აღასრულოთ მოსამართლის მაღალი დანიშნულება და თქვენი წარმატებული სამოსამართლო მოღვაწეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო სტანდარტის ქართული მართლმსაჯულების დამკვიდრების პროცესში."

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi