უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი...

erw

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ კამპანიის - „სამართალი ითხოვს!“ - ფარგლებში ორგანიზებულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო

გამოქვეყნებულია: 11/05/2016

2016 წლის 11 მაისს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თბილისში სასტუმრო „რედისონში“ მონაწილეობა მიიღო კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მიერ კამპანიის „სამართალი ითხოვს!“ ფარგლებში ორგანიზებულ საზოგადოებრივ ფორუმში, თემაზე: „საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმა - შემდგომი ნაბიჯები“.

ფორუმზე განხილული იქნა კოალიციის რეკომენდაციები მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის, საქმეთა განაწილებისა და სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის საკითხებზე.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ხელისუფლების აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოების წარმომადგენლებმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, პრაქტიკოსმა იურისტებმა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ და სფეროს ექსპერტებმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi