გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის...

hfd

გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიში განიხილა

გამოქვეყნებულია: 04/05/2016

2016 წლის 2-3 მაისს გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა(CERD) ჟენევაში გამართულ 89-ე სესიაზესაქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 2 ივლისს, „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად წარდგენილი გაერთიანებული მე-6, მე-7 და მე-8 პერიოდული ანგარიშები განიხილა. გაეროში პერიოდული ანგარიშის განხილვისას პირველად იყო სასამართლო წარმოდგენილი. სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსმა, მარინე კვაჭაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო დისკრიმინაციის საკითხებთან მიმართებით სასამართლო სტატისტიკა, ასევე ისაუბრა მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩატარებული და დაგეგმილი ტრენინგებისშესახებ. მოხსენების ფარგლებში მიმოხილული იქნა  სასამართლო გადაწყვეტილებებში დისკრიმინაციის შესახებ საერთაშორისო აქტების გამოყენების საკითხი.

ინტერაქტიული დიალოგის ფორმატში და აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში, მომხსენებელმა უპასუხა ექსპერტთა შეკითხვებს კონვენციის იმპლემენტაციასა და ქართული მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

კომიტეტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს დელეგაციას გაწეული სამუშაოსათვის და მიწოდებული ინფორმაციისათვის. განხილვის შედეგად კომიტეტი მიიღებს დასკვნით მოსაზრებებს, რომელშიც მოცემული იქნება რეკომენდაციები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi