უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი...

wq

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-19 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია: 09/05/2016

2016 წლის 9 მაისს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-19 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე - გაბრიელა ბატანი-დრაგონი და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ამავდროულად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე - დანიელ მიტოვი.

ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა -  მიხეილ ჯანელიძემ; ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა -დანიელ მიტოვმა; ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ -გაბრიელა ბატანი-დრაგონმა და უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ნინო გვენეტაძემ.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაუმჯობესების პროცესში.            

"ევროსაბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულება მართლმსაჯულების სისტემაში არის ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გარანტირებული უფლებების დაცვისთვის, ევროსასამართლოს პრაქტიკის დანერგვა ადგილობრივ სასამართლო გადაწყვეტილებებში. სწორედ ამიტომ, საქართველოს 6 მსხვილი რეგიონის სასამართლოებში, როგორც დასავლეთი, ასევე აღმოსავლეთ ნაწილში შემოღებული იქნება ადამიანის უფლებათა კონსულტანტის პოზიცია, რომელიც უზრუნველყოფს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას მოსამართლეებისთვის. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროექტის წარმატების შემთხვევაში, სასამართლოებში, არამარტო ევროსასამართლოს პრაქტიკის იმპელემენტაცია მოხდება შიდა სასამართლო გადაწყვეტილებებში, ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება დასაბუთებული გადაწყვეტილებების რიცხვი, რაც სახალხო დამცველის რეკომენდაციის ეფექტურად შესრულებასთან ერთად ასევე მართლმსაჯულების ხარისხის და ნდობის გაზრდის საზოგადოებაში"-განაცხადა ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ მართლმასჯულების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი აქტივობების შესახებ საუბრისას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები, აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi