უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი...

fs

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ კონფერენციაში თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, მიღწევები და გამოწვევები“ მონაწილეობა მიიღო

გამოქვეყნებულია: 06/05/2016

2016 წლის 6 მაისს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაში თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, მიღწევები და გამოწვევები“. კონფერენციაში მონაწილეობას, ასევე იღებდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მისიების ხელმძღვანელები.

კონფერენციაზე წარდგენილი იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში პროკურატურის მუშაობის შედეგები, არასრულწლოვანთა დანაშაულის გამომწვევი მიზეზების ამსახველი ანალიზი, სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების პრაქტიკა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრაქტიკაში მოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები. 

„მე თან მაქვს სტატისტიკა, რომლითაც მსჯავრდებულთა რიცხვი მინიმუმამდეა დაყვანილი. ხშირია ალტერნატიული ღონისძიების გამოყენების პრაქტიკა როგორც პროკურატურის მხრიდან, ასევე სასამართლოს აქვს შესაძლებლობა დაუბრუნოს პროკურატურას განრიდების ღონისძიებების გამოყენებისათვის საქმე. ამ მხრივ საამაყოა, რომ ვადიან თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა რიცხვმა ზოგადად საგრძნობლად იკლო. ეს მიანიშნებს იმაზე რომ კოდექსმა გაამართლა”- განაცხადა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ შესახებ საუბრისას.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მიმდინარე წლის იანვარში ამოქმედდა და ითვალისწინებს 18 წლამდე ასაკის კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდებისთვის სპეციალიზებული, ევროპული სტანდარტებისა და გაერო-ს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანილი მართლმსაჯულების სისტემის შექმნას.

ფოტო

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi