უზენაეს სასამართლოში მხარდამჭერის ინსტიტუტის...

lj

უზენაეს სასამართლოში მხარდამჭერის ინსტიტუტის თაობაზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 05/05/2016

2016 წლის 4 მაისს უზენაეს სასამართლოში მხარდამჭერის ინსტიტუტის თაობაზე მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრა გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ნინო გვენეტაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა - თამარ კორძაიამ.

მრგვალი მაგიდის მიზანს წარმოადგენდა მხარდამჭერის ინსტიტუტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდგომ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემების იდენტიფიცირება, ინფორმაციის გაცვლა და მათი მოგვარების ერთიან, კომპლექსურ გზებზე მსჯელობა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო საქმეთა განმხილველი მოსამართლეები როგორც უზენაესი სასამართლოდან, ისე თბილისის საქალაქო და რაიონული სასამართლოებიდან; ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, იურიდიული დახმარების სამსახურის, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებიდან და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციიდან“, შემოღებული იქნა მხარდამჭერის ინსტიტუტი. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომლის სრულად ამოქმედებაც ხუთ წლიან გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს, მხარდამჭერის დამნიშვნელად განისაზღვრა - სასამართლო.

აქტიური დისკუსიის რეჟიმში შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მხარდამჭერის ინსტიტუტის განვითარების პერსპექტივები და კონკრეტულად განსაზღვრეს ამ მიმართულებით განსახორციელებელი სამომავლო ნაბიჯები. კერძოდ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის და ინსტიტუტის სრულყოფის მიზნით მრგვალი მაგიდის მონაწილე ყველა სახელმწიფო სტრუქტურის თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს - საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომი სრულყოფა და ცოდნის გაცვლა/გაღრმავება სხვადასხვა ტრენინგებისა თუ უცხოელ ექსპერტებთან/მოსამართლეებთან სამუშაო შეხვედრების ფორმატში.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi