ნინო გვენეტაძემ ჰამბურგის პირველი და მეორე...

ur

ნინო გვენეტაძემ ჰამბურგის პირველი და მეორე ინსტანციის გაერთიანებული საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დელეგაციას უმასპინძლა

გამოქვეყნებულია: 28/04/2016

2016 წლის 28 აპრილს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ,  ნინო გვენეტაძემ ჰამბურგის პირველი და მეორე ინსტანციის გაერთიანებული საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში შედგიან: ჰამბურგის პირველი და მეორე ინსტანციის გაერთიანებული საერთო სასამართლოების თავმჯდომარე სიბილ უმლაუფი და მოსამართლეები: ანნე მაიერ-გიორინგი,  შტეფან ზომერი, შტეფან ფილიპი და მარიკე ფონ ურბანი. შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში გერმანული ფონდის (IRZ)  პროექტის კოორდინატორი საქართველოში სულხან გამყრელიძე და პროექტის მენეჯერი ნატა სანადირაძე.

შეხვედრაზე ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ მიმოიხილა ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის მესამე ტალღით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები.  განსაკუთრებით, მან ყურადღება გაამახვილა ახალ საკანონმდებლო რეგულირებებზე, რომელიც უკავშირდება საქმეთა ელექტრონული განაწილების პრინციპის დანერგვას, დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურების დახვეწას,  საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ახალი სტანდარტის შემოღებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვით ყველა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებას სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

შეხვედრის ფარგლებში ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ უცხოელ კოლეგებს გააცნო უზენაესი სასამართლოს სტრუქტურა და ისაუბრა მოსამართლეთა დატვირთულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უცხოელ კოლეგებთან ასევე მიმოიხილა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. „საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კოდექსის ამოქმედებას საქართველოში ექნება უდიდესი პოზიტიური როლი არასრულწლოვანი კანონთან კონფლიქტში მყოფი დამნაშავის საუკეთესო ინტერესების დასაცავად“- აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

ჰამბურგის პირველი და მეორე ინსტანციის გაერთიანებული საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დელეგაციის წევრებმა გულითადი მადლობა გადაუხადეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მიღებისა და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისათვის. ქალბატონმა სიბილ უმლაუფმა აღნიშნა, რომ დიდ მიღწევას წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედება.

შეხვედრის დასასრულს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ აღნიშნა მართლმსაჯულების განვითარების პროცესში გერმანელ კოლეგებთან წარმატებული და კონსტრუციული ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი როლი. შეხვედრის მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. უზენაეს სასამართლოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი.

ფოტო

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi