უზენაეს სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო...

kr

უზენაეს სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა სისხლის სამართლის მიმართულებით

გამოქვეყნებულია: 27/04/2016

2016 წლის 27 აპრილს უზენაეს სასამართლოში გაიმართა უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა სისხლის სამართლის მიმართულებით. სხდომას ხელმძღვანელობდა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქ-ნი ნინო გვენეტაძე და მას ესწრებოდნენ სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველი მოსამართლეები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ადვოკატები.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები, რომელიც უკავშირდება  370-ე (ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპორტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი) და 3711-ე (მოწმის ან დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა) მუხლებს. კერძოდ, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, 2016 წლის 20 თებერვლიდან მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით, კანონმდებელი პასუხისმგებლობას აწესებს არა არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების, არამედ - ცრუ ინფორმაციის (ჩვენების) მიცემისთვის. მონაწილეებმა აღნიშნულ საკითხთან მიმართებით განიხილეს ჰიპოთეტური კაზუსი.

შეხვედრაზე მონაწილეთა მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენდა საქართველოს კანონის პროექტი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლში - გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე - ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის შემუშავება განაპირობა სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირების ხარვეზებმა. კერძოდ, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ვერ დგინდება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი ან მისი ადგილსამყოფელი და შესაბამისად, ვერ ხერხდება მისთვის შესაბამისი შეტყობინების ჩაბარება. ეს კი იწვევს ნივთიერი მტკიცებულების ბედის გადაწყვეტის გაჭიანურებას, სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ ავტოსადგომზე განუსაზღვრელი ვადით განთავსებას და აქედან გამომდინარე შედეგებს.

ფოტო

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi