ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის...

kd

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ექსპერტების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 20/04/2016

2016 წლის 19 აპრილს უზენაეს სასამართლოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ექსპერტების: სლოვენიის იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ბატონი პიტერ პავლინისა და მადრიდის კომპულტანსის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის, ქალბატონი ლორენა ბეჩმაიერ ვინტერის მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ხელმძღვანელობდა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო გვენეტაძე და მასში მონაწილეობას იღებდნენ ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის მქონე მოსამართლეები და სხვა დაინტერესებული პირები.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე მსჯელობა. ბ-ნ პიტერ პავლინსა და ქ-ნ ლორენა ბეჩმაიერ ვინტერს 2011-2012 წლებშიევროპის საბჭოს მოწვევით მომზადებულიაქვთ დასკვნებიდა შეფასებებიადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსისპროექტზე, რომელიცმიმდინარე წელსგანაახლეს, დღეისმდგომარეობით არსებულიახალი კოდექსისპროექტის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ უცხოელი ექსპერტების კვალიფიციურ რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სრულყოფასთან მიმართებით.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მოქმედი კოდექსიდან გამომდინარე, როგორც საკანონმდებლო, ასევე სასამართლო პრაქტიკაში არსებული ხარვეზები. ასევე იმსჯელეს ცვლილებების განხორციელების სხვადასხვა მოდელებზე, ევროპული სახელმწიფოების გამოცდილებაზე. მოსამართლეებმაც და ექსპერტებმაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რეფორმის ფარგლებში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მართლმსაჯულების ინტერესები.

ევროპის საბჭოს ექსპერტები სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმაში ჩართულ ყველა მხარესთან.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმასთან დაკავშირებით  ევროპის საბჭოს ექსპერტები საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის: „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“  (PROLoG) ფარგლებში.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi