ნინო გვენეტაძე ბავშვებით ვაჭრობის,...

jr

ნინო გვენეტაძე ბავშვებით ვაჭრობის, პროსტიტუციისა და პორნოგრაფიის საკითხებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს, ქ-ნ მოდ დე ბურ-ბუკიკიოს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 16/04/2016

ნინო გვენეტაძე ბავშვებით ვაჭრობის, პროსტიტუციისა და პორნოგრაფიის საკითხებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს, ქ-ნ მოდ დე ბურ-ბუკიკიოს შეხვდა.

გაეროს სპეციალური მომხსენებელი თავისი მანდატის ფარგლებში დაინტერესდა ინფორმაცია მიიღოს  ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციასა და პორნოგრაფიაში ჩართვის ბრალდებით დაკავებული სისხლის სამართლის დამნაშავეების მიმართ გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და შეფარდებულ სასჯელთა სახეობების შესახებ. ასევე, მართლმსაჯულების განხორციელებისას კონკრეტულად თუ რა მექანიზმებით არის უზრუნველყოფილი  არასრულწლოვანთა უფლებებისა და გენდერულად სენსიტიური საკითხების დაცვა.

შეხვედრის ფარგლებში ნინო გვენეტაძემ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ინფორმაცია მიაწოდა არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით სისხლისსამართლებრივი საქმეებისა და არასრულწლოვან დაზარალებულთა პროცესუალური უფლებების შესახებ.

შეხვედრაზე ნინო გვენეტაძემ გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან ასევე ისაუბრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის და მის ამოქმედებასთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სისხლის სამართლის დევნასთან მიმართებით პრიორიტეტს ანიჭებს მედიაციისა და განრიდების ინსტიტუტებს და მნიშვნელოვნად ორიენტირებულია კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა გაეროს ადამიანის უფლებათა ოფიცერი, ქ-ნ ნეკანე ლავინი.

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი საქართველოში 11 აპრილს ჩამოვიდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.  გაეროს სპეციალური მომხსენებელი ვიზიტს შემაჯამებელი პრესკონფერენციის გამართვით 18 აპრილს დაასრულებს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi