უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი...

ig

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქ-ნ ნინო გვენეტაძე აშშ-ს ფლორიდის შტატის მოსამართლეს, ბ-ნ მარკ სპეისერს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 16/04/2016

2016 წლის 15 აპრილს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქ-ნ ნინო გვენეტაძე აშშ-ს ფლორიდის შტატის მოსამართლეს, ბ-ნ მარკ სპეისერს შეხვდა.

ბ-ნ მარკ სპეისერს მოსამართლეობის  30 წლიანი გამოცდილების მანძილზე მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი აშშ-ს ე.წ. პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სასამართლოების განვითარებაში. კერძოდ, მისი აქტიური თანამონაწილეობით შეიქმნა ამერიკაში პირველი ფსიქიკური ჯანმრთელობის საქმეებზე სპეციალიზირებული სასამართლო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ-ნ მარკ სპეისერის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს აშშ-ს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ნაფიცი მსაჯულები და სხვა) ამერიკული გამოცდილების ქართველი კოლეგებისთვის გაზიარება.

შეხვედრის ფარგლებში ბ-ნ მარკ სპეისერმა დეტალურად მიმოიხილა აშშ-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა, კერძოდ, საკანონმდებლო რეგულირება და სასამართლო პრაქტიკა. ქ-ნ ნინო გვენეტაძემ ისაუბრა საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საერთაშორისო პრინციპებთან შესაბამისობის საკითხებზე. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საერთო სასამართლოების შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე მოსამართლეებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ორიენტირებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული ხარვეზების იდენტიფიცირებასა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაზე.

შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ  ამერიკის სასამართლო პრაქტიკას და თანამედროვე მიდგომებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სხვა აქტუალური საკითხების ირგვლივ.

შეხვედრა წარიმართა მოხსენება-დისკუსიის ფორმატში და მას ესწრებოდნენ მოსამართლეები და სხვა დაინტერესებული პირები.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi