ადმინისტრაციული მართლმსაჯულებისა და...

gsdg

ადმინისტრაციული მართლმსაჯულებისა და ადმინისტრაციული სამართლის განვითარების ხელშეწყობით საქართველოს სასამართლოებსა და ჰამბურგის სასამართლოებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიხსნა

გამოქვეყნებულია: 15/04/2016

2016 წლის 15 აპრილს თბილისში სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ადმინისტრაციული მართლმსაჯულებისა და ადმინისტრაციული სამართლის განვითარების ხელშეწყობით საქართველოს სასამართლოებსა და ჰამბურგის სასამართლოებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიხსნა.  აღნიშნული შეხვედრის მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების ხარისხის გაუმჯობესება და ერთიანი კრიტერიუმების შემუშავება.

ორდღიან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებს ჰამბურგის სასამართლოს დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: ჰამბურგის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარე, ბ-ნ ფრიდრიხ-იოახიმ მემელი; ჰამბურგის სამხარეო სოციალური სასამართლოს თავმჯდომარე, ბ-ნ ვოლფგანგ ზივერტი; ჰამბურგის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლე, ბ-ნ სორენ დელფსი;  ჰამბურგის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლე, ქ-ნ სუზანე ელიზაბეტ ვოლტერი; ჰამბურგის სამხარეო სოციალური სასამართლოს მოსამართლე, ქ-ნ კატია სუზამე მეიერჰოფი; ჰამბურგის სოციალური სასამართლოს მოსამართლე, ქ-ნ ქრისტინე კოელერი.

შეხვედრა გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ქ-ნ ნინო გვენეტაძემ; ჰამბურგის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარემ, ბ-ნ ფრიდრიხ-იოხიმ მემელმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების სამართლის პროგრამების კოორდინატორმა, ბ-ნ თომას მაიერმა.

პროექტის მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ საქმეებზე ერთიანი კრიტერიუმების შემუშავება ხარისხიანი გადაწყვეტილებისთვის, იურიდიული საუნივერსიტეტო სწავლებისა და გადამზადების სასწავლო მოდულების მოდიფიკაცია, სამართლებრივი დასაბუთებისა და წერის უნარების გაღრმავება, ადმინისტრაციულ სამართალში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია და წერილობითი კონსპექტის შემუშავება.

შეხვედრის ფარგლებში საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის მქონე მოსამართლეები დაიყოფიან ორ თემატურ ჯგუფად. მონაწილეთა პირველი სამუშაო ჯგუფი განიხილავს ადმინისტრაციულ საქმეებზე გადაწყვეტილების შედგენის სამართლებრივი მოთხოვნებისა და გადაწყვეტილების სტრუქტურის შემადგენელი ძირითადი ელემენტების გასაზღვრის მეთოდებს. მეორე თემატური ჯგუფის მსჯელობის საგანს კი წარმოადგენს დისკრეციული გადაწყვეტილებების შემოწმებასა და ნორმის განმარტებისთან დაკავშირებული საკითხები.

ხვალ, 16 აპრილს თემატურ ჯგუფებში გაერთიანებული მონაწილეები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგენენ და შეაჯამებენ პოზიციებს. ორდღიანი სამუშაო შეხვედრის დასასრულს მხარეები დასახავენ და კონკრეტულად განსაზღვრავენ თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi