უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი...

gekovi

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქ-ნ ნინო გვენეტაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქსონიის მხარის იუსტიციის სახელმწიფო მინისტრს ბ-ნ სებასტიან გემკოვს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 14/04/2016

2016 წლის 14 აპრილს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქ-ნ ნინო გვენეტაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქსონიის მხარის იუსტიციის სახელმწიფო მინისტრს ბ-ნ სებასტიან გემკოვსა და დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს დელეგაციას შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან:დრეზდენის სამხარეო უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე , ბ-ნ ულრიხ ჰაგენლოხი და მოსამართლეები: ბ-ნ დიტმარ ონუსაიტ; ბ-ნ შტეფანი ბერ; ქ-ნ მარი შეფერი; ბ-ნ ასტრიდ ფლური და ქ-ნ საბინე შლოსჰანი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამების კოორდინატორი, ბ-ნ თომას მაიერი და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის  თავმჯდომარე და სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები.

შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უცხოელ კოლეგებს ინფორმაცია მაიწოდა იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც განსახილველად საქართველოს პარლამენტს აქვს წარდგენილი. ქ-ნ ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულია საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი, რომელიც შემთხვევით და სამართლიან განაწილებას ემყარება. „წესი 2017 წლის 1 ინვრიდან ამოქმედდება, თუმცა მანამდე, ჩემი თავმჯდომარეობის დანიშვნიდან დღემდე აქტიურად ვაწარმოებდი კომუნიკაციას და შეხვედრებს მოსამართლეებთან. შევიმუშავეთ წესი, მათი ჩართულობით, რომელიც სასამართლოებში საქმეთა განაწილების კანონით გათვალისწინებულ წესის პრაქტიკაში დანერგვას შეუწყობს ხელს, საბოლოოდ კი საბჭომ უნდა მიიღოს აღნიშნული რეგულაცია“ - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

„ცვლილებების მიხედვით, ასევე იხვეწება მოსამართლის თანამდებობაზე დაკავების წესი; დეტალური ჩამონათვალს ითვალისწინებს ცვლილებები იმ კრიტერიუმების,რომელითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა იხელმძღვანელოს მოსამართლის კანდიდატის შესაფასებლად, გაამწესოს თუ არა ის კონკრეტულ სასამართლოში მოსამართლედ; იუსტიციის უმაღესი საბჭოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დაევალება მოსამართლის კანდიდატის თაობაზე მოიძიოს ინფორმაცია, რომ კონკურსი ობიექტურად და სრულფასოვნად ჩატარდეს.“ - განაცხადა ქ-ნ ნინო გვენეტაძემ და მან დამატებით განმარტა, რომ საკანონმდებლო ცვლილების თანახმად მოსამართლის კანდიდატისთვის უარი თანამდებობაზე გამწესების თაობაზე შესაძლებელი იქნება გასაჩივრდეს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში.

ქ-ნ ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, რომ რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს საკასაციო სასამართლოში საჩივრის საფუძვლების გაფართოება-„ერთ-ერთი საფუძველია თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაა გამოტანილი. აღნიშნული ცვლილება მოიცავს მოსამართლეთა კარგ მომზადებას ადამიანის უფლებათა სფეროში, რის თაობაზეც აქტიურად ვმუშაობთ. კერძოდ, მოლაპარაკებები გვაქვს ევროსასამართლოში, HUDOC-ის პროგრამის ქართულ ინტერფეისის შექმნის და მოსამართლეებისთვის გადაწყვეტილებების ქართულ ენაზე ხელმისაწვოდმობის მიზნით, ვფიქრობთ, რომ პროგრამას 2017 წლიდან ავამუშავებთ სრულყოფილად“-განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

შეხვედრა წარიმართა აქტიური დიალოგის რეჟიმში, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები.

უცხოელმა კოლეგემა დიდი მადლობა გადაუხადეს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დაწვრილებით ინფორმაციის მიღების თაობაზე. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქსონიის მხარის იუსტიციის სახელმწიფო მინისტრმა, ბ-ნ სებასტიან გემკოვმა დაადასტურა სამართლის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის საქმეთა ელექტრონული განაწილების წესსა და უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მუშაობის თაობაზე, მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობაზე მზაობა.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi