უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი...

hk

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქ-ნ ნინო გვენეტაძე სლოვენიის უზენაესი სასამართლოს გენერალურ მდივანს, ბ-ნ კანკო მარინკოსა და სლოვენიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფროსი მრჩევლს, ბ-ნ რადო ბრეზოვარს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 13/04/2016

2016 წლის 13 აპრილს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქ-ნ ნინო გვენეტაძე ევროპის საბჭოს ექსპერტებს: სლოვენიის უზენაესი სასამართლოს გენერალურ მდივანს, ბ-ნ კანკო მარინკოსა და სლოვენიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფროსი მრჩევლს, ბ-ნ რადო ბრეზოვარს შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების სტრატეგიასთან დაკავშირებით სლოვენიის გამოცდილების გაზიარება და შესაბამის რეკომენდაციებზე მსჯელობა.

შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს ექსპერტებთან მიმოიხილა უზენაესი სასამართლოს როლი და მისი სტრუქტურა. ქ-ნ ნინო გვენეტაძემ განსაკუთრებულად გამოყო უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ფუნქციები, რაც გათვალისწინებულია სასამართლოს აპარატის არსებული რეგლამენტით. დამატებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს დახმარებით აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ელექტრონული საძიებო სისტემის (HUDOC) ქართული ანალოგის შექმნასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ქ-ნ ნინო გვენეტაძემ ასევე ხაზი გაუსვა სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმოების მნიშვნელობას.

ევროპის საბჭოს ექსპერტები ვიზიტის ფარგლებში დეტალურად გაეცნობიან უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების თანამშრომელთა მოსაზრებებსა და სამომავლო ხედვებს ანალიტიკური განყოფილების საქმიანობასთან მიმართებით.

შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროექტის - „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და საერთაშრისო სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია საქართველოში“ - მხარდაჭერით.

ევროპის საბჭოს ექსპერტებთან ანალიტიკური განყოფილების სტრატეგიის თაობაზე პირველი სამუშაო შეხვედრა ა/წ 25 იანვარს გაიმართა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi