უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი...

tavart.

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქ-ნ ნინო გვენეტაძემ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

გამოქვეყნებულია: 13/04/2016

2016 წლის 13 აპრილს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქ-ნ ნინო გვენეტაძემ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. შეხვედრის დასაწყისში უზენაესი სასამართლოსა და გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

ლექციაზე მომხსენებელმა  მსმენელებთან დეტალურად განიხილა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო პრინციპები და საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. ლექციაზე ქ-ნ ნინო გვენეტაძემ მიმოიხილა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული გამოწვევები და ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები.

 ნინო გვენეტაძემ  დამსწრე საზოგადოებასთან, ასევე,  ისაუბრა საქართველოში მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებზე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მსმენელებს გააცნო სასამართლო სისტემის პრიორიტეტები და მართლმსაჯულების მესამე ტალღის ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები.

ქ-ნ ნინო გვენეტაძემ დაათვალიერა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი იმიტირებული სასამართლო დარბაზი, კრიმინალისტური ლაბორატორია და ბიბლიოთეკა.

საჯარო ლექცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მას ესწრებოდნენ სტუდენტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi