საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე...

viziti daniashi

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დანიელ კოლეგას შეხვდება

გამოქვეყნებულია: 05/12/2011

2011 წლის 5 დეკემბრიდან 8 დეკემბერის ჩათვლით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ქართველ მოსამართლეებთან ერთად დანიაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.
ვიზიტი ევროპის საბჭოს ორგანიზებულია და მისი მიზანი დანიის სასამართლო სისტემის, და განსაკუთრებით დანიის უზენაესი სასამართლოს მოწყობისა და მუშაობის ძირითადი პრინციპების გაცნობა და გამოცდილების გაზიარებაა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვიზიტის ფარგლებში დანიელ კოლეგასაც შეხვდება. დანიაში კონსტანტნე კუბლაშვილის გარდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული და საქართველოს სხვადასხვა რაიონული სასამართლოს მოსამართლეები გაემგზავრნენ.
სამუშაო ვიზიტი დანიის კავკასიის პროგრამის მიერ არის ორგანიზებული.
აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სასამართლოებს შორის გამოცდილების გაზიარებას და მომავალ ურთიერთთანამშრომლობას.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi