6-7 აპრილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს...

wi

6-7 აპრილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიული დაგეგმარების რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 08/04/2016

2016 წლის 6-7 აპრილს ბორჯომში, სასტუმრო „რიქსოსში“ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ქ-ნ ნინო გვენეტაძის მონაწილეობით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიული დაგეგმარების რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის წარმომადგენლებმა იმსჯელეს მართლმსაჯულების სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კერძოდ, მონაწილეებმა განიხილეს ევროკავშირის მართლმსაჯულების პოლიტიკის დამდგენი დოკუმენტები და კანდიდატი ქვეყნების უახლესი მიდგომები. შეხვედრას უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი, სლოვენიის ყოფილი იუსტიციის მინისტრი და ლუბლიანას რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, ბატონ ალეს ზალარი.

 შეხვედრის ფარგლებში ბატონმა ალესმა მონაწილეებს გააცნო ევროპული საუკეთესო გამოცდილება მართლმსაჯულების რეფორმის ეროვნული სტრატეგიის ძირითადი ელემენტების შემუშავებისთვის. შეხვედრის დასასრულს საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ მომზადება მართმსაჯულების სტრატეგიის შემუშავებისთვის და მასში ჩართონ, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წევრები.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)  და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტის მხარდაჭერით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi