ნინო გვენეტაძე საქართველოში ევროკავშირის...

rg

ნინო გვენეტაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 04/04/2016

2016 წლის 4 აპრილს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ქ-ნ ნინო გვენეტაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ბ-ნ იანოშ ჰერმანს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმოამდგნელობის ატაშე, პროგრამების მენეჯერი, ქ-ნ ივონე გოგოლი და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა“  მენეჯერი ბ-ნ პიტერ დენისი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას, ასევე სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას. ქ-ნ ნინო გვენეტაძემ ელჩთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვას, რომლებიც ეხება საქმეთა  განაწილების ელექტრონული სისტემის დანერგვასა და დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის დახვეწის მიზნით დამოუკიდებელი ინსპექტორის ინტიტუტის შემოღებას.

შეხვედრის დასასრულს ბ-ნ იანოშ ჰერმანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის 2017-2020 წლების პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის მხარდაჭერა საქართველოში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi