იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიული...

qw

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიული დაგეგმარების რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა

გამოქვეყნებულია: 06/04/2016

2016 წლის 6 აპრილს ბორჯომში, სასტუმრო „რიქსოსში“ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ქ-ნ ნინო გვენეტაძის მონაწილეობით გაიხსნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიული დაგეგმარების რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა.  ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ მართლმსაჯულების სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კერძოდ, განხილული იქნება ევროკავშირის მართლმსაჯულების პოლიტიკის დამდგენი დოკუმენტები და კანდიდატი ქვეყნების უახლესი მიდგომები.

შეხვედრაზე მონაწილეები ევროპული საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავებენ და გამოკვეთენ მართლმსაჯულების რეფორმის ეროვნული სტრატეგიის ძირითად ელემენტებს.

შეხვედრის ფარგლებში  საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმის სტრატეგიის შემუშავების პროცესის ელემენტების განსასაზღვრად მონაწილეები დაიყოფიან სამუშაო ჯგუფებად. თითოეული სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს და საკუთარ პოზიციას წარმოადგენს შემდეგ საკითხებზე: დაინტერესებულ მხარეებთან (სტეიკჰოლდერებთან) საკონსულტაციო პროცესი, როგორც სტრატეგიის შემუშავების პროცესის შემადგენელი ნაწილი; შიდა და კომპლექსური სტრატეგიული დაგეგმარების პროცესის შესაძლო ვარიანტები; ცალკეულ სტეიკჰოლდერთა პროცესში ჩართულობასა და აღნიშნულის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით დადებითი და უარყოფითი მხარეები; საქმეთა ნაკადის მართვა და საქმეთა გაჭიანურების შემცირება (საქმეთა გაჭანურების სპეციფიკური და სისტემური მიზეზები, საქმეთა ნაკადის შემცირების წარმატებული პოლიტიკის ელემენტები და საქმეთა ნაკადების მართვის ეფექტიანობა).

ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ხვალ, 7 აპრილს დასრულდება სტრატეგიის დოკუმენტის პროექტის ირგვლივ შემაჯამებელი დისკუსიის გამართვით. მონაწილეები წარმოადგენენ საკუთარ ხედვებს და შეთანხმდებიან ამ მიმართულებით განსახორციელებელ სამომავლო ღონისძიებებზე.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და აპარატის თანამშრომლები.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიის განვითარების პირველი სამუშაო შეხვედრა მიმდინარე წლის 13-14 თებერვალს გაიმართა საერთაშორისო ექსპერტის, როტერდამის სტრატეგიული აკადემიის კონსულტანტის, ბ-ნ დაფირ კრამერის მონაწილეობით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi