ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

rtt

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ნ.წ. საქართველოს წინააღმდეგ“

გამოქვეყნებულია: 05/04/2016

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 2 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო  მისი მოქალაქეების მიმართ ევროკონვენციის მე-8 მუხლის დარღვევაში დამნაშავედ სცნო.

საქმეში, “ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ “შიდა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ადეკვატურად გაეთვალისწინებინათ ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ბავშვებს არ სურდათ მამასთან დაბრუნება”. ამასთან, “ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ბავშვის უფლებასთან მიმართებით - ჰყავდეს კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც არსებითად დაიცავს მის ინტერესებს - ხარვეზიანია და არ შეესაბამება არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს”.

სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ სოციალური მუშაკები სამართალწარმოებისას ჩართულნი იყვნენ “დაინტერესებული მხარის” სტატუსით, ხოლო  საქართველოს კანონმდებლობა  “დაინტერესებული მხარის” პროცედურულ უფლებებს არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ბუნდოვანი რჩება,  “დაინტერესებულმა მხარემ”, რომელმაც ბავშვები რამდენჯერმე მოინახულა ორი წლის განმავლობაში, როგორ დაიცვა შესაფერისად  ბავშვების ინტერესები სასამართლოში.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და სოციალური მომსახურების სააგენტოს შესახებ არსებული მომიჯნავე კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რა  ფუნქციები და უფლებამოსილებები გააჩნია ბავშვის წარმომადგენელს, რომელსაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს საქმის სასამართლოში განხილვის დროს.

ევროპული სასამართლო ადგენს, რომ მოცემულ საქმეში სოციალური მუშაკების მიერ ოქმების შევსება და სასამართლო სხდომებზე მათი დასწრება არ ნიშნავს ბავშვის ინტერესების სათანადო წარმომადგენლობას. ევროსასამართლოს უკვირს, თუ რატომ არ მიიჩნიეს ეროვნულმა სასამართლოებმა მიზანშეწონილად, მოესმინათ მაინც უფროსი ბავშვისთვის სასამართლო პროცესზე.

სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს მომჩივნებისთვის არამატერიალუირი ზარალის ასანაზღაურებლად 10 000 ევროს, ხოლო სასამართლოს ხარჯების დასაფარად 900 ევროს გადახდა დააკისრა.

იხილეთ სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi